LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმოსში გამომცხვარი პირველი საკვები: ასტრონავტებმა შოკოლადის ორცხობილა მოამზადეს

216
xxl-153110806

შოკოლადის ორცხობილა კოსმოსში გამომცხვარი პირველი საკვებია. BBC-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად, 2 ნოემბერს სპეციალური ღუმელი და ორცხობილების ცხობისთვის საჭირო ინგრედიენტები გაგზავნეს. პირველი ცდის ფარგლებში, ნასას ასტრონავტებმა, ლუკა პარმიტანომ და ქრისტინა ქოჰმა, 3 ორცხობილა გამოაცხვეს.

როგორც გამოცემა წერს,  ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა.პირველი კითხვა, რომელიც მედიის მხრიდან დაისვა იყო: „როგორი გემო აქვს კოსმოსურ ორცხობილებს?“ პასუხად კი ნასას მეცნიერებმა თქვეს – „ჯერ არავინ იცის!“

ცნობისთვის, ექსპერიმენტის მიზანი კოსმოსში გრძელვადიანი მოგზაურობა უფრო კომფორტული გახდეს.

“ექსპერიმენტის საბოლოო შედეგების დასადგენად, დამატებით ტესტირებას სურსათის მეცნიერების სპეციალისტები ჩაატარებენ, ამ ტესტების საშუალებით დადგინდება, უსაფრთხოა თუ არა ორცხობილების დაგემოვნება”- აცხადებენ ასტრონავტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები