LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურდა

25

ლარი დოლართან მიმართებით, გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.5311 ლარად შეგეძლებათ.

წინა კვირას ეს მაჩვენებელი 2.5078 ლარზე იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ გაუფასურების მაჩვენებელი 0.0233 ლარია.

ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებითაც. ხვალიდან ერთ ევროს შეძენა 2.6825 ლარად შეგეძლებათ.

ერთი ევროს ღირებულება პარასკევს 2.6670 ლარი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ევრო დღევანდელთან შედარებით, ხვალ 0.0155–ლარით უფრო ძვირი ეღირება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები