LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

95

ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს კერძო სექტორს საშუალებას მისცემს, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან.

„მხოლოდ მოგების გადასახადის გაუქმებით, წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტირებისთვის. 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, სულ მცირე 2 მილიარდი ლარის დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მაინც“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.