LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიული შოკოლადი ქართული თხილით დამზადდება

280
shokoladii

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch- საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს,  – საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის.

ცნობისთვის, შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები