სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე (სამრეწველო ზონა) ლითონის საწარმო გაიხსნება, რისთვისაც 2 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
საწარმო წლიურად 6 000 ტონა ლითონის ნაწარმის გადამუშავებას და ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას შეძლებს. ასევე დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „construction service“-ს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.