LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის – სამედიცინო ტურიზმის განვითარება იგეგმება

255
5ddd2d0d32b87

პირველად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მასტერკლასი „სამედიცინო ტურიზმი“ გაიმართა. ტრენინგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სამედიცინო საბჭოს თანამშრომლობით შედგა.

მასტერკლასი მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო ტრენერმა, სამედიცინო ტურიზმის კონსულტანტმა პრემ იაგასმა ჩაატარა.

მასტერკლასს ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს 100 წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„პირველად საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის თანაორგანიზებით სამედიცინო ტურიზმის ტრენინგი გაიმართა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის, ტურისტული კომპანიების და სამედიცინო სექტორის 100 წარმომადგენელი დაესწრო. სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი ახალი დარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ როგორც სახელმწიფო ხელს ვუწყობთ ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ გადავამზადოთ და მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია სამედიცინო მომსახურებით, იმოგზაურონ ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ამით ჩვენმა ბიზნესმა ნახოს კიდევ უფრო მეტი სარგებელი და მეტ ადამიანს მიეცეს დასაქმების საშუალება.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები