LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა (ვიდეო)

207
83493758-3253003391382905-1965189344578764800-o

თბილისის მაცხოვრებლებს ხვალიდან კიდევ 40 ახალი, ISUZU-ს ტიპის 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქს შეემატა ავტობუსების კიდევ ახალი პარტია, 40 ერთეული, ISUZU-ს ტიპის 8-მეტრიანი ავტობუსები. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა ქალაქში მოძრაობაზე, ეს არის ჩვენი იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც 2 წლის წინ დავაანონსეთ და წარვუდგინეთ საზოგადობას”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია დამატებით ავტობუსების შემოყვანას კიდევ აპირებს.

“ძალიან მალე, ჩვენ დავასრულებთ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას, გვინდა დამატებით შემოვიყვანოთ 18-მეტრიანი ავტობუსებიც, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს” – აცხადებს კალაძე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერიას მეტროს მოდერნიზებაც აქვს დაწყებული. “უახლეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ ტენდერი და შევიძინოთ ახალი 40 ვაგონი”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები