LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსი სატესტო რეჟიმში – თბილისის ქუჩებში18 მეტრიანი ავტობუსი ივლის, რომელიც მგზავრებს არ მოემსახურება

417
83650982-2854238467970872-2400088077885243392-o (1)

თბილისში შემდეგი კვირიდან 18 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, თუმცა მხოლოდ სატესტო რეჟიმში. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთი ავტობუსების შეძენა რეფორმის ფარგლებში იგეგმება.

“ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა”, —ამბობს წილოსანი.

ავტობუსები 150 მგზავრზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები