LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მინისტრთა კაბინეტი ცნობილია

68

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრების ვინაობა რამდენიმე წუთის წინ გააცნო საზოგადოებას.

კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთან მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის დიმიტრი ქუმსიშვილი, ქუმსიშვილი შეინარჩუნებს, ასევე, ვიცე-პრემიერის თანამდებობას. კვირიკაშვილმა ნოდარ ხადურს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ კახა კალაძე უხელმძღვანელებს, პრემიერი მიიჩნევს, რომ კალაძე წარმატებული მინისტრი იყო და დარწმუნებულია, რომ ასევე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას. ვიცე-პრემიერის თანამდებობას ინარჩუნებს კახა კალაძეც.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იქნება, კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ გახარია თავს წარმატებით ფართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე შეცვლის, რომელიც, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, “ახალგაზრდა ენერგიული მენეჯრია”, რომელიც თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძის ნაცვლად “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი  ვიქტორ დოლიძე იქნება, რომელსაც , კვირიკაშვილის თქმით, “კარგი კონტაქტები აქვს და მსოფლიო იცნობს, როგორც კარგ დიპლომატს”. დავით ბაქრაძე კი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეექმნა და ფუნქციებს ეს უწყება შეითავსებს.

კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა ყველა მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები