”ფარული შიმშილი საქართველოში” – ასეთი სათაურით ქვეყნდება სტატია გაზეთ „რეზონანსში“, რომელიც ვალებში ჩავარდნილ ოჯახებზე წერს.
მსოფლიოში გავრცელებული დაავადებათა 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ჩვენი პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შიმშილობს. საქართველოში დაუბალანსებელი კვების გამო ადამიანები ე.წ. ”ფარულ შიმშილს” განიცდიან. ეძალებიან პურს და სხვა პროდუქტებიდან სიცოცხლისათვის აუცილებელ კალორიებს ვეღარ იღებენ
ამიტომაც არის, რომ ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
ვალებში ჩავარდნილ ოჯახებს საკვების ფული აღარ აქვთ.