LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების ვინაობა ცნობილია

121
2020RRHOFNominees-2204-1920x1080-e1571450450507

მუზეუმი, რომელიც განკუთვნილია ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკალური შემსრულებლების ისტორიის შესანახად, რომლებმაც შექმნეს ეპოქა. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი  ყოველწლიურად ახალ არტისტებს უთმობს ადგილს.

2 მაისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება და მას ახალი წევრები შეემატებათ, მათი ვინაობა კი უკვე ცნობილია.

2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში უიტნი ჰიუსტონი, Depeche Mode, Nine Inch Nails, T. Rex, The Doobie Brothers და რეპერი The Notorious B.I.G. მოხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები