კანზასელმა კაცმა სასამართლოს ერთი თხოვნით მიმართა – დართონ ნება, ხმლებით ბრძოლა გამართოს ყოფილ ცოლთან და მის ადვოკატთან და ასე მოგვარდეს სასამართლო დავა.
ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ 40 წლის დევიდ ოსტრომის თქმით, ის ყოფილმა ცოლმა და ადვოკატმა ის ფაქტობრივად, გაანადგურეს.
“სასამართლოს აქვს ამის უფლება, რომ ჩვენი უთანხმოება მინდორში ბრძოლით გადაწყვიტოს”, – ამბობს ოსტრომი. ყოფილი ცოლ-ქმარი მეურვეობის, ვიზიტებისა და გადასახადების საკითხზე დავობს.
ადვოკატი ჰადსონი ამტკიცებს, რომ დუელი შეიძლება დასრულდეს სიკვდილით. “ამგვარი შედეგების გადატანა შეიძლება აღემატებოდეს ქონების გადასახადის და მეურვეობის საკითხებს”, – ამბობს ადვოკატი. მან მოსამართლეს სთხოვა, უარი ეთქვა ამ საკითხზე.
მოსამართლე კრეგ დრეისმეიერმა კი თქვა, რომ ორივე მხარეს გარკვეული დარღვევები აქვს, ამიტომ ის გადაწყვეტილებას მოკლე დროში ვერ მიიღებს.