LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ფრენის ფასი შესაძლოა შემცირდეს – ინგლისი პოსტ-ბრექსიტის პერიოდში

105

ბრიტანელი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბრიტანეთიდან საჰაერო მგზავრობის გადასახადები გაანახევრონ.

”ეს გადასახადი აბრკოლებს ბრიტანეთს, განსაკუთრებით პოსტ-ბრექსიტის პერიოდში, რომ ევროპის გარეთაც განაგრძოს სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები”- ეს არის დეპუტატების არგუმენტი.

ბრიტანული ინფრასტრუქტურის ჯგუფი აცხადებს, რომ საჰაერო მგზავრობის სერვისზე საგადასახადო მოქმედებები ხელს შეუშლის ბრიტანეთის ბიზნეს კავშირებს შორეულ მსოფლიოში.

მათი თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში უნდა მიიღონ.

APD-ს (air passenger duty) გადასახადი ბრიტანეთიდან ზოგიერთ შორეულ ფრენებზე აპრილში უკვე მეორედ, 150 ფუნტამდე გაიზრდება.

საავიაციო ინდუსტრიას ოპონენტები უსამართლოდ მაღალი ფასების დაწესებაში ადანაშაულებენ.

BIG-ის (ბრიტანეთის ინფრასტრუქტურის ჯგუფი) ანგარიშში ნათქვამია, რომ სამგზავრო ხარჯები 50%-ით უნდა შემცირდეს.

2 000 მილის ზევით, ეკონომ კლასით მგზავრობის გადასახადი 73 ფუნტი იყო, რომელიც მომდევნო წელს 75 ფუნტამდე გაიზრდება, ხოლო ხანგრძლივი ბიზნეს მგზავრობისთვის გადასახადი 146 ფუნტია, რაც აპრილში 150 ფუნტამდე გაიზრდება.

ბრიტანეთის ინფრასტრუქტურის ჯგუფის ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ არაეკონომიური ბილეთები ბრიტანეთიდან 3-ჯერ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე საფრანგეთიდან, გერმანიასთან შედარებით კი 4-ჯერ უფრო ძვირია.

ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირლანდიამ APD სრულად გააუქმა, ხოლო შოტლანდია 2018 წელს ამ გადასახადის შემცირებას გეგმავს.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები