LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის პირველი შეხვედრა – კალაძის პირველი გაფრთხილება კორუფციაზე და ბოდიში წინასწარ (ვიდეო)

242
80961202-3195279137155331-5141169956045455360-o

დედაქალაქის მერიაში დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც კახი კალაძემ თანაგუნდელებს, თანამშრომლებს და ყველა იმ პირს გადაუხადა მადლობა, რომლებიც ჩართული იყვნენ საახალწლო ღონისძიებებში. განსაკუთრებული მადლობა ბიზნესის სექტორმა დაიმსახურა, ვინაიდან საახალწლო სოფლის და სხვა განსაკუთრებული ლოკაციების მოწყობა სწორედ მათი დავალება იყო. კალაძის განმარტებით, “აღფრთოვენებული” დარჩნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები, ასევე უცხოელი ტურისტები.


საახალწლო განწყობით მთელი წელი

დედაქალაქის მერი მოუწოდებს თანამშრომლებს, რომ განწყობა შეინარჩუნონ მთელი წლის განმავლობაში, რადგან 2020 წლისთვის დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კალაძემ აქვე განმარტა, რომ ახალი ბიუჯეტი, რომელიც მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, იძლევა მასშტაბური პროექტების განხორციელების საშუალებას. მერია ძირითადად ორ მიმართულებაზე იმუშავებს: ინფრასტუქტურასა და ჯანდაცვაზე, ამიტომ კალაძემ ყველა სამსახურის ხელმძღვანელებს და გამგეობებს დაავალა მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

“დაიბარეთ კომპანია დღესვე, სამუშაოები განახორციელოს თავიდან” – კახი კალაძეს გულზე შემოეყარა

 

ბოდიში წინასწარ

“ვაფრთხილებ ყველა თანამშრომელს კორუფციის პრევენციაზე. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება. არავის არ ეპატიება არაფერი, რადგან კორუფცია ჩვენთვის არის მიუღებელი. ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ვიყოთ ყურადღებით, რომ ყველა პრობლემა ავირიდოთ თავიდან”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის განმარტებით 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტებში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და აქტიურობა. მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები. ის დედაქალაქის მოსახლეობას წინასწარ უხდის ბოდიშს შესაძლო დისკომფორტზე, რასაც განსახორციელებელი სამუშაოები გამოიწვევენ.

 

თბილისი ევროპულ ფოტოკონკურსში

დღევანდელ სხდომაზე კალაძემ ასევე ისაუბრა ევროპულ ფოტოკონკურსზე, სადაც თბილისი სხვა დიდი ქალაქებთან ერთად იღებს მონაწილეობას. კალაძის თქმით, გამოვლენილია 8 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული  ფოტოები, რომელიც ასახავენ თბილისის სილამაზეს. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ხმის მიცემის პრინციპით. დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს ზუსტ ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით. კონკურსი დღეს იწყება და 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/484173645632005/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები