LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშიშროების საბჭო ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს

58

ეროვნული უშიშროების საბჭო, დღევანდელ სხდომაზე გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების გარდა, საბჭო ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზეც იმსჯელებს.
აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები