ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას კალანდა ანა კალანდაძის ლექსით მიულოცა. ჯასტინ მაკენზი სმიტმა სოციალურ ქსელში ანა კალანდაძის ლექსი, შემოდიოდა ჩვენში კალანდა, ჩიჩილაკის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა და ქართველ მოსახლეობას კალანდა მიულოცა.
“იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა…
დილით მისდევდა სერზე მწერვარი ნაკვლევს ნადირთა…
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან…
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…” – წერს მაკენზი საკუთარ ტვიტერზე.
ბრიტანეთის ელჩი ქართული კულტურის მოყვარულია და მისი შესწავლითაა დაინტერესებული.