LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ანჯელინა ჯოლი „Bvlgari“-ს სახე გახდა!.. (ფოტოები)

269

ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე წლებია, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრალურ სცენაზე წარმატებით გამოდის. ის გარკვეული პერიოდის წინ საუკეთესო სოპრანოდ აღიარეს. დიდ ტალანტთან ერთად, ნინოს ხშირად აღიარებენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ოპერის მომღერლად. ერთ-ერთი პრესტიჟული გამოცემის გამოკითხვის სათავეშიც კი მოექცა ამ მხრივ. ქართველ მომღერალს ხშირად ადარებენ ანჯელინა ჯოლის. თავად ამ შედარებაზე მხოლოდ ეღიმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსებას მასა და ჰოლივუდის მსახიობს შორის ბევრი უსვამს ხაზს. ნინო არაერთი გამოცემის გარეკანზე აღმოჩენილა.

ახლახან კი სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები, რომლებიც ლუქსკლასის ცნობილი ბრენდის „Bvlgari“-სთვის გადაღებებს ასახავს, რომელშიც მიიღო მონაწილეობა და ბრენდის ძვირად ღირებულ სამკაულს უკეთებს რეკლამას.

ნინო წერს:

„ჩემო ძვირფასები, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩემი საოცნებო კომპანიისთვის, „Bvlgari“ ვიპოზირე. გუშინ მივიღე მონაწილეობა ფოტოსესიაში, რომელიც გაიმართა რომში, „ბულგარის“ მშობლიურ ქალაქში და მოვირგე ბრწყინვალე, შესანიშნავი და უნიკალური სამკაულები და ბრენდის სხვადასხვა ქმნილება. თავს ბედნიერად ვგრძნობ იმ პატივისთვის, რომელიც მერგო ამ ბრენდთან ურთიერთობით და კიდევ ბევრი სიახლეა, რომელსაც ახლო მომავალში გაგიზიარებთ.

ეს არის ფოტოები გადასაღები მოედნის კულისებიდან, ორიგინალურ ფოტოებსაც მალე გაგიზიარებთ. თავადაც ძალიან ველოდები და ბედნიერი ვარ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები