LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ყოფილ ცოლს ამერიკის ელჩობა სურს

189

ტრამპის ყოფილ ცოლს ამერიკის ელჩობა სურს. მწერალმა და ფოტომოდელმა ივანა ტრამპმა პოლიტიკაში წასვლა ძალიან სერიოზულად დაგეგმა. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ყოფილ მეუღლეს ჩეხეთის ელჩობა სთხოვოს. თავის მოტივაციას კი ქალბატონი იმით ხსნის, რომ წარმომავლობით სწორედ ამ ქვეყნიდანაა და ჩეხური ენაც მშვენივრად იცის.

შეგახსენებთ, რომ ივანა ტრამპი ჩეხეთის ქალაქ ზლინეში დაიბადა და იქ სტუდენტობამდე ცხოვრობდა. ტრამპთან გაშორების შემდეგ კი ქალბატონმა სამი წიგნი დაწერა, რაც მის პირად ცხოვრებას და საკმაოდ საინტერესო დეტალებს მოიცავდა. ნაშრომებმა ივანას დიდი პოპულარობა მოუტანეს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ყოფილი ფოტომოდელი თავისუფლად საუბრობს 5 ენაზე და ჩეხეთსაც ძალიან ხშირად სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები