LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავშესაფრის ძაღლების ნამდვილი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა

666
17190375-10154399989096659-2654844607158692192-n

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ორი ძაღლის, ტარზანა და ემის სიყვარულის ისტორიაზე წერენ.

“ნამდვილი სიყვარულის ისტორია..
ჩვენ ფოსტაში შეტყობინება მოვიდა – “გამარჯობა. რაღაც დროის წინ რუსთავის მე-10 სკოლიდან წაიყვანეს ძაღლი რომელიც დაკარგული გყოლიათ. აქ დარაჯებს ჰყავდათ შეკედლებული და კარგად უვლიდნენ. დღეს დარაჯი თვალცრემლიანი მოვიდა და მთხოვა, მიწერე, იქნებ თავშესაფარშია და დაგვიბრუნონ, ძალიან ვიყავით მიჩვეულიო. კარგად მივხედავთ ვპირდები თავშესაფარსო. თუ გყავთ ისევ ან თუ დააბრუნებთ რუსთავში?

დიდი ტანის მამალ ძაღლს ტარზანა ერქვა, პატარა ძუს კი ემი. ისინი ჩემ თავშესაფარში 2 წელი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ვოლიერში. უყვარდათ ერთმანეთი. ისე მოხდა რომ ემი გავაჩუქეთ რუსთავში. ტარზანამ ისე მოიწყინა რომ უარი თქვა საჭმელზე და წყალზეც, დარდობდა. მივხვდი რომ დავუშვი შეცდომა და გადავწყვიტე ემის უკან ჩამოყვანა. დავრეკე, ვისაც ვაჩუქე იმან გვითხრა მშვიდობით ჩავედი სახლში, რუსთავშიო მაგრამ იმ დღესვე გაიპარა ძაღლიო.

ბევრი ვეძებეთ რუსთავში ემი, გავაკარით ემის სურათები და ჯილდოც დავაწესეთ მის მპოვნელზე 200 ლარი. ამან გაჭრა და ახალგაზრდა ბიჭებმა გვაპოვნინეს.
ჩამოვიყვანეთ. ემი და ტარზანა ისევ ერთად იყვნენ. ჭამა დაიწყო ტარზანამ, ემიც გახარებული იყო. სამწუხაროდ 2 თვის უკან ტარზანა კიბოთი მოკვდა. ძლივს გამოვიყვანეთ ვოლიერიდან მკვდარი ძაღლი, ემი გვერდით ეწვა და არავის აკარებდა, უღრენდა.

იდარდა დედალმა ძაღლმა, აღარ ჭამდა საჭმელს. ბოლოს წყალზეც უარი თქვა და ტარზანას სიკვდილის მერე ერთი თვის თავზე ემიც მოკვდა…..” – წერენ თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუქ გვერდზე. 

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/photos/a.10152969249596659/10156863741401659/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები