LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემოვნებიანი და არტისტული ნამღერი” – ანა ქურთუბაძის “ბაიათი”

5545
678

მსახიობი ანა ქურთუბაძე საკმაოდ მკაცრ კონკურენციაშია „მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონზე. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნის წინ, ნიკა გვარამიას ვეტომ გადაარჩინა პროექტიდან გავარდნას, ხელები არ ჩამოუშვია და შემდეგ ტურებზე ენთუზიაზმით აგრძელებს მონაწილეობას.

ნინო ქათამაძის ტურში მან „ბაიათი” შეასრულა. ეს ჟანრი ანას საკმაოდ კარგად გამოსდის, რაც ჟიურის წევრებმაც აღნიშნეს.

ანა ქურთუბაძემ ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

მაყურებლისგან კი ასეთი შეფასებები მიიღო:

„ძალიან გემოვნებიანი და არტისტული ნამღერია! ინდივიდუალური დამოკიდებულება და შესრულება ცალკე თემაა???? ❣️❣️❣️❣️”

„ძალიან ნიჭიერი, დახვეწილი და გონიერი მომღერალია!!! ბრავო!!!”

„მონუსხული ვუსმენდი…’

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები