“აი რა კარგი ქენით წირვას რომ დაესწარით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ” – ასე მიმართა ბათუმის და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ საშობაო წირვის შემდეგ ჟურნალისტებს.
შობის ღამეს ტაძარში მისულმა ჟურნალისტებმა მთავარეპისკოპოსს ჰკითხეს რატომ სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად წირვაზე დასწრება, რაზეც მეუფემ უპასუხა: “ჩვენსავით ცოდვილები ხართ და იმიტომ”.
მიტროპოლიტს ჟურნალისტებმა გიორგი მამამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. მეუფეს თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობას გაითვალსწინებდა და დეკანოზს შეიწყალებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პეტრე ცაავას მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში დიდი როლი აქვს.
ვიდეოს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.