LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახსნიდან მეორე დღესვე დააზიანეს – „თუ ასე გაგრძელდა, ისევ ის ძველი ბაღი შეგვრჩება“

315
d34e784e55c6242019c0a8bf7c07adf1

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახსნიდან მეორე დღესვე დააზიანეს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მოქალაქე ნიკა ლაშხიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ერთი კვირაა, რაც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ლამაზია ტბა და ტბის მიმდებარე ტერიტორია. ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, თუმცა იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო, ნამდვილი სამოთხეა. ორი ნავი ემსახურება დამთვალიერებელს, შეგიძლიათ ჩასხდეთ, მოიქნიოთ ნიჩბები და გაცუროთ. სამწუხაროდ, ვიღაცას დაუმტვრევია ერთი ნიჩაბი. ბაღის სხვა სტუმარს კი, რადგან ნიჩაბი არ დახვდა, იქვე ჩამოსაჯდომი ერთერთი სკამიდან აუგლეჯია ფიცარი, ნიჩბის მაგივრობის გასაწევად. ჰო და, თუ ასე გაგრძელდა, ისევ ის ძველი ბოტანიკური ბაღი შეგვრჩება ხელში. გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენს განახლებულ ბაღს“, – წერს ლაშხია.

აღსანიშნავია, რომ ბაღში ინვენტარის დაზიანების ამბავს ადასტურებს ზიგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავაც. მისი ინფორმაციით, უცნობია თუ ვინ დააზიანა ინვენტარი, რადგან ბაღში არსებული კამერები აღნიშნულ ტერიტორიამდე არ წვდება.

შეგახსენებთ, რეაბილიტირებული ზუგდიდს ბოტანიკური ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები