Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წამებით მოკლული 24 წლის კაცი – დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამებით მოკლული 24 წლის კაცი – დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი

1085
BeFunky-collage (6)

ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით შს სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში ამბობენ, რომ დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომლებს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულებმა 24 წლის მამაკაცი აწამეს, ხოლო შემდგომ სასაფლაოს ტერიტორიაზე დატოვეს, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტი, რომელიც 24 წლის კაცის სიკვდილით დასრულდა, ავტომობილის გამო დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვლილი ერთ-ერთი ბრალდებულისთვის მანქანის წართმევას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) 143-ე მუხლის პირველი ნაწილით( თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

მთავარი არხის ინფორმაციით, 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს. მოკლულის ოჯახის წევრები “მთავარ არხთან” ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები