LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვასთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ

72

იმისთვის, რომ თეორიული შანსი მაინც შევინარჩუნოთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, მოლდოვასთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

”ყველა თამაში ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისეთი თამაში, როგორც ჩვენ უელსთან მეორე ტაიმში. მოლდოვას გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. რაც მთავარია გოლი უნდა გავიტანოთ, რათა სასურველ მიზანს მივაღწიოთ. ახლა გამოჩნდება, თუ რა შანსი აქვს ჩვენს გუნდს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა თეორიული შანსი მაინც შევინარჩუნოთ ჯგუფიდან გასასვლელად”, – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული ჯანო ანანიძე დააკლდება.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, სოლომონ კვირკველიას თქმით, გუნდში განწყობა დადებითია და ნაკრები იბრძოლებს წარმატების მისაღწევად.

”ნაკრებში ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ მაქისმუმ შედეგს მივაღწიოთ. რთული თამაში იქნება, თუმცა იმისთვის, რომ გარკვეული შანსები და მიზნები დაგვრჩეს ამ შესარჩევ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მწვრთნელის დავალებაა ვითამაშოთ გახსნილი, ლამაზი ფეხბურთი და მოვიპოვოთ გამარჯვება”, – განაცხადა სოლომონ კვირკველიამ.

შაბათს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, საქართველოს ნაკრები მოლდოვას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაუპირისპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები