აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 147 119 მოქალაქეს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. მათ შორის:
- ბიუროში კონსულტაცია გაეწია 35 299 მოქალაქეს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასული წლების ამავე პერიოდთან შედარებით;
- სატელეფონო კონსულტაცია გაეწია 111 204 მოქალაქეს.
ორივე მონაცემი წინა წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია. - 6 თვის განმავლობაში პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ 616 შეკითხვას, რაც რამდენიმე ათეულით მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით.
2016 წლის პირველ კვარტალში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები:
- მიღებულიიქნა 57 421 ერთეული კორესპონდენცია;
- განცხადებაზე საპასუხო წერილების რაოდენობამ შეადგინა 1 347 ერთეული;
- ტერიტორიული ბიუროებიდან გადმოგზავნილი იქნა 4 222 საქმე;
- მოვალეთა რეესტრიდან გაიცა 65 ცნობა;
- გაიცა 62 საჯარო ინფორმაცია;
- საიტზე გამოქვეყნდა 33 112 ერთეული საჯარო შეტყობინება და საჯარო ინფორმაცია;
- დაარქივდა 37 217 საქმე;
- არქივიდან გაიცა 2 265 ასლი და საქმე.
ჯამში, 6 თვის განმავლობაში საქმის წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 344 871 აქტივობა.
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.
დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მიმართოს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა.