LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს პროექტების განაცხადების მიღება გრძელდება

95

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს,  განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge.  დამატებითი ინფორმაციისთვის კი მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15

მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის პირველ კონკურსში 36-მა ბიზნეს პროექტმა გაიმარჯვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები