LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი არ, ან ვერ შეიწყალებს მამალაძეს – დეკანოზის ადვოკატი

140
1572593609404043

დეკანოზი შეწყალების მოლოდინში – საშობაო შეწყალებამდე ორი დღეა დარჩენილი, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი უცნობია.

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულ დეკანოზს ამჯერადაც არ, ან ვერ შეიწყალებს. როგორც რამიშვილი ამბობს, კულუარული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორჯერ იმიტომ თქვა უარი მამალაძის შეწყალებაზე, რომ შესაბამისი მოთხოვნა საპატრიარქოს ჰქონდა.

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: მომეცით უფლება, დავფიქრდე

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია

მისივე თქმით, შეწყალების შემთხვევაში ბევრ ისეთ კითხვას გაეცემა პასუხი, რაც გარკვეულ პირებს არ აწყობთ. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ სასულიერო და საერო პირების ნაწილს დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა არ სურს.

“პრეზიდენტი არ შეიწყალებს, ვერ შეიწყალებს მამა გიორგი მამალაძეს იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, როცა დეკანოზი იქნება თავისუფლებაზე საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვები აქვს და ეს კითხვები პასუხგასაცემი იქნება. შესაბამისად, ეს არ აწყობს როგორც საპატრიარქოში მყოფ გარკვეულ სასულიერო, საერო პირებს, ასევე, გარკვეული თანამდებობის პირებსაც”- აცხადებს რამიშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი გარემოებაა და მას გაითვალისწინებს ისე, როგორც ითვალისწინებს სხვა შუამდგომლობებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თუმცა ამ დრომდე უცნობია, მოხვდება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის “ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს.

თორნიკე მამალაძე: შორენამ კატეგორიული უარი თქვა სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე

"ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება"

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები