LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ყველა ქალბატონი უნიკალურია” – ”პანდორა” პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას გახნის

816

”პანდორა” პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას გახნის. ღონისძიება  9 ნოემბერს, აღმაშენებლის N98-ში გაიმართება და მას დაესწრებიან  პრესისა და მედიის წარმომადგენლები, პარტნიორები და სხვა მოწვეული სტუმრები, რომელთაც საჩუქრები გადაეცემათ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ”პანდორა” უკვე 3 წელია წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელში TIME და ახლა კი  უკვე  კონცეპტუალური მაღაზიით მომხმარებელს კიდევ უფრო დიდ არჩევანსა და მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს.

”პანდორას”  სამკაულები დამზადებულია უმაღლესი სინჯის ვერცხლისა და 14 კარატიანი ოქროსგან, ნატიფი ქვებითა  და დეკორატიული ემალით. ოსტატობის გასაოცარი ტექნიკა, მაღალი ხარისხის მასალა და შთამბეჭდავი ქვები  უნიკალურობას ანიჭებს ”პანდორას” სამკაულებს. ყოველი სეზონის ტრენდი გვთავაზობს ინოვაციას, რაც ვლინდება  კიდეც დახვეწილ დეკორატიულ დეტალებში. ”პანდორა”  არის თანამედროვე, ქალური და მუდამ აქტუალური –  საუკეთესო გზა უნიკალურობის გამოსახატავად”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”ყველა ქალბატონი უნიკალურია”  – პანდორას ეს კონცეფცია ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით ექვს კონტინენტზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები