LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ძმა საკუთარი დებით ამაყობს

152

ქეით მიდლტონის უმცროსი ძმა, ჯეიმს მიდლტონი პირველად ალაპარაკდა საკუთარ ოჯახზე. ჯეიმსი, რომელიც ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, ამბობს, რომ საკუთარი დებით ამაყობს. ჯემსის თქმით პიპა და ქეითი სკოლაშიც გამორჩეულები იყვნენ, როგორც ფიზიკური, ასევე, გონებრივი შესაძლებლობებით.

ჯეიმსი იხსენებს, რომ კოლეჯში სწავლა უძნელდებოდა და დები მას განსაკუთრებულად ეხმარებოდბენ. მისი თქმით, ის საუკეთესო სპორტულ გუნდში პიპასა და ქეითის ხათრით აიყვანეს და დების გავლენა მას დღემზე მოყვება. ჯეიმს მიდლტონი დების პოპულარობის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს. სამეფო ოჯახის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის ძმა ამბობს, რომ სურს პოპულარობას საკუთარი ძალებთ მიაღწიოს.

ჯეიმს მიდლტონს საკუთარი კომპანია აქვს და ჰყავს მეგობარი გოგონა დონა ეირი, რომელზეც დაქორწინებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები