ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს და ე. წ. საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს.
„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
[related_news id=”291888″ align=”left”]
სააგენტოს ინფორმაციით, ე. წ. საზღვრის ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.
ამ თემაზე სუსში ამბობენ, რომ ცხელი ხაზი გააქტიურებულია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ინფორმაცია მიწოდებული აქვს.