LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეუბნებოდი რომ მე ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ – ვაჟა გაფრინდაშვილი

565
23dddd

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს, 28 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა. ექიმმა მისი დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ წავიდა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ტერიტორიისკენ.

„გასახსენებელი ბევრი არაფერია, ერთი-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა, რომლის გვარს და სად ცხოვრობდა, ვერ ვიტყვი, რადგან შეექმნება პრობლემა იმ ადამიანს. წავედი სანახავად. რომ დამაკავეს, ვუთხარი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟ გაფრინდაშვილმა ასევე ისაუბრა შეწყალების თხოვნაზე. მისი განმარტებით შეწყალების თხოვნა დაწერა გუშინ საღამოს 7 საათზე, თუმცა რბალი არ უღიარებია.

„საღამოს, დაახლოებით შვიდი საათი იყო, იქ მე ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა რაც იყო თავიდანვე“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ მან არ აღიარა წარდგენილი ბრალი.

“ჩემი აზრით წელიწადი და 9 თვე მომისაჯეს არა საქციელის გამო, არამედ იმისთვის, რასაც ვამბობდი. ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდან ის, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. მე ვიცი როგორ ხდება საზღვრის გადაკვეთა. პირველივე დღესვე ვეუბნებოდი რომ არ დამიტოვებია საქართველოს ტერიტორია, რომ მე ვიყავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ”,-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად – პირველი ფოტოები პოლიციის განყოფილებიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები