თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის მომღერალი გოჩა დათუსანი სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერს.
“სიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც მე ვარ!
მინდა, პირველ რიგში მივულოცო ყველას ვაჟა ექიმის გათავისუფლება და ასევე, მინდა მოგიყვეთ ის, რასაც მე თავად შევესწარი და რაც არის ნამდვილი სიმართლე.
რამდენიმე დღის წინ მოვინახულე ყველასათვის საამაყო ბატონი პაატა ბურჭულაძე. ჩვენი ერთად ყოფნის დროს დაიწყო მართლაც ისტორიული პროცესი: პაატა ბურჭულაძე მუშაობდა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად!
49 დღიანი ტყვეობის შემდეგ ექიმი საკუთარ ოჯახს შეხვდა
ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად - პირველი ფოტოები პოლიციის განყოფილებიდან
ქალბატონ მაყვალას უთქვამს: ვერონიკა პაატა ბურჭულაძის დიდი თაყვანისმცემელია და მარტო მას შეუძლია ამის გაკეთებაო. ამის შემდეგ დარეკა ბატონი ვაჟას მეუღლემ პაატასთან.
ვერონიკას დაურეკა პაატა ბურჭულაძემ ჩემს თვალწინ (ჩემს გარდა იქ იყვნენ თეო ჯორბენაძე და პაატას შვილები) და დაახლოებით ასეთი სიტყვები უთხრა: ვერონიკა, სამუდამოდ შენს ვალში ვიქნები, ოღონდ დაგვეხმარე, დავიბრუნოთ ვაჟა გაფრინდაშვილიო.
ცოტა ხანში ვერონიკა ჯიოევა ურეკავს პაატას და ეუბნება – ველაპარაკე ბიბილოვს და ვუთხარი: ცხოვრებაში არაფერი მითხოვია შენთვის, ახლა გთხოვ, გაათავისუფლე ვაჟა გაფრინდაშვილი. ბიბილოვმა დაპირდა, აუცილებლად შევიწყალებო. პაატა კიდევ ეკითხება – შეწყალება შეიძლება ახლაც და ერთი წლის შემდეგაც. თქვას, როდის შეიწყალებს. ამის შემდეგ
"სრულიად მოულოდნელი იყო. არც ველოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა"
"ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია..." - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
დღეს დილით მირეკავს თეონა ჯორბენაძე და მეუბნება: ვაჟა ექიმი თავისუფალია! ჩემს თვალწინ სწორედ პაატა ბურჭულაძემ და მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა და სიყვარულმა გაათავისუფლა ბატონი ვაჟა!”- წერს გოჩა დათუსანი.
https://www.facebook.com/gocha.datusani/posts/2889188761093212