ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გორის სამხარეო პოლიცია უკვე დატოვა. განყოფილებაში მას საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ირაკლი ჩიქოვანი შეხვდნენ. ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად 49 დღიანი ტყვეობის შემდეგ პირველად იმყოფებოდა მისი ოჯახის წევრებიც.
მოლოდინი გაგვიმართლდა და მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა – პრეზიდენტი საქართველოს ექიმის გათავისუფლებას ულოცავს
პატიმრობიდან გამოშვებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის.
"ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია..." - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"სრულიად მოულოდნელი იყო. არც ველოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა"
ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ისინი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე იმყოფებოდა. მან ცხინვალის იზოლატორში 49 დღე გაატარა.