LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

231
1577348917-1576842035-1576245083-1575009058-1574844706-ვაჟა-გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ქართველ ექიმს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.

პაციენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

https://www.facebook.com/sssgeo/photos/a.922391717814962/2663269383727178/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები