Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოპოზიციის აზრით, უჩიპო პირადობებით ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის აზრით, უჩიპო პირადობებით ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება

159
78

უჩიპო პირადობის მოწმობების საკითხზე ოპოზიცია და არასამთვრობო ორგანიზაციები მსჯელობენ. ისინი ამ ფაქტს არჩევნებს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სასამართლო ინსტანციას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს და სავარაუდოდ, ამ გზით პირადობებს საარჩევნოდ გამოიყენებენ. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამას არ დაუშვებენ.

“აქამდეც ხელისუფლება პირადობის მოწმობებს წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებდა, ზეწოლას ახორციელებდა ადამიანებზე და აიძულებდა, რომ წინმსწრებად ჩაებარებინათ პირადობები. ახლა რა თქმა უნდა, ამ ნორმასაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამ შემთხვევაშიც წულუკიანს ხელი გაეხსნება, რომ ქაღალდის, არაელექტრონული პირადობის მოწმობებით უფრო აქტიურად გამოიყენოს ადამიანის პირადობები საარჩევნოდ, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ რაღაც ფართომასშტაბიანი მანიპულაცია არ მოახდინა ადამიანების არჩევანის, მას არანაირი შანსი ძალაუფლების შენარჩუნების არ აქვს“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით კი, უჩიპო პასპორტების დაშვებით, საარჩევნო პროცესი უკონტროლო იქნება.

“ბუნებრივია, პირველი ეჭვი დაკავშირებულია არჩევნებთან, რადგან ლოგიკურია, თუ არ იქნება ე.წ. სმარტ ბარათი, რამდენსაც უნდათ იმდენს დაბეჭდავენ, რაც, ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესი იქნება“, – აცხადებს გიგი უგულავა.

მოქალაქეებს ჩიპის გარეშე პირადობის აღება შეეძლებათ

ამ საკითხზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი საზოგადოების ეროვნულად განწყობილ ნაწილზე მანიპულაციას შეეცდება.

აღნიშნული ქმედება გამოწვეულია იმით, რომ ასიამოვნონ მკვეთრად ეროვნულად განწყობილ ელექტორატს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ იქ ეშმაკია ჩაბუდებული. მათ სურთ გადართონ საზოგადოების ყურადღება დაუყონებლივ გადასაწყვეტი პრობლემებისგან ჩიპების მიმართულებით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.