LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი გვამშვიდებს: მომავალი 3 წელი გაზის ტარიფები არ გაიზრდება

120
78484785-2650397125049930-860494438600802304-o

მთლიანად საქართველოს მოსახლეობა მომავალი სამი წელი შეიძლება იყოს მშვიდად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზის ტარიფები არ გაიზრდება,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სემეკ-მა უკვე დაადგინა გაზის ტარიფი თბილისისთვის და ტარიფი არ გაზრდილა. მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ ზრდა არც რეგიონებში დაფიქსირდება.

როგორც თურნავა ამბობს, ზრდა არც ელექტროენერგიის ტარიფების შემთხვევაშია მოსალოდნელი. მინისტრის თქმით, ბაზარი გახსნილი და კონკურენტულია. იმპორტული ელექტროენერგიის 60% აზერბაიჯანიდან შემოდის, 40% კი სხვადასხვა მომწოდებლებზე ნაწილდება, რომელთა შორის რუსეთი და თურქეთიცაა.

„მთავარია ჩვენი მოსახლეობის ინტერესი. ტარიფები რომ ვმართოთ ამიტომაა ეს გეოგრაფია არჩეული. საიდანაცაა იაფი და სარფიანი , კონკურენციაში ვამყოფებთ ამ მიმართულებებს და ხედავთ, რომ მოხმარების ზრდის მიუხედავად, ვაბალანსებთ ტარიფებს. აქაც მინდა, რომ მოსახლეობა მშვიდად იყოს. ასეთი პოლიტიკის და ენერგეტიკული რეფორმის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებთ რომ უახლოეს წლებში ტარიფები მართვადი იყოს,“-აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები