ზაზა ფაჩულიას ოცნება აუსრულდა. კალათბურთელი მისთვის ყველაზე საყვარელ მსახიობს, რობერტ დე ნიტოს ლოს-ანჯელესში შეხვდა. ფაჩულიამ ფოტო „ფეისბუქზე“ განათავსა.
„დიდი პატივია, რომ შევხვდი ერთ-ერთ საუკეთესო და ჩემს საყვარელ მსახიობს რობერტ დე ნიროს დღეს, ლოს-ანჯელესში. ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა“.
სტატუსთან ერთად ფაჩულიამ ფოტოც დადო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზაზას ქართველი გულშემატკივრები ხუმრობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ფოტოს გადაღებისას ორივე დამჯდარიყო.