ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია, სამშენებლო კომპანიამ „არქი“ ბინა აჩუქა.
რამდენიმე დღის წინ ლევან საგინაშვილი, იგივე “ჰალკი” საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა. ის მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია, ვინაიდან მან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
[related_news id=”284043″ align=”left”]
„მოულოდნელი საჩუქარი იყო. ძალიან გახარებული და ცოტა აღელვებული ვარ. საუბარი მიჭირს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული“,- განაცხადა საგინაშვილმა.
https://www.facebook.com/SportMiambe1/videos/402787977134171/?v=402787977134171