LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დატოვა

59

სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დატოვა.

“იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა იმდენად, რამდენადაც გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და მისი შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის. მიუხედავად ამისა, მე დავაკონკრეტე, ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბატონ ახვლედიანს, მასთან საუბრის ნაწილიც კი არ არის, სხვა ადამიანს ვესაუბრები აქ და შემხებლობში ახვლედიანთან ეს საკით არ არის. საუბარი, რომელიც არის ინტერნეტით განთავსებული, არის ჩემი ჩაწერილი, მე ვარ ნამდვილად, ჩემი ხმაა, მაგრამ ეს საუბარი მათ შორის არის დამონტაჟებული იმგვარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ მამუკა ახვლედიანს. ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება ან რაიმე ტიპის ფულადი შეთავაზება ბატონი ახვლედიანის მიმართულებით არ ყოფილი, მითუმეტეს 6 მილიონის შეთავაზება, ან რატომ უნდა შეგვეთავაზებინა, ბატონი ახვლედიანი არავითარ გადაწყვეტილებას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც “რუსთავი 2”-ს ეხება არ იღებდა, შესაბამისად, ამგვარი შეთავაზება ცხადია, რომ არ ყოფილა. ეს არის ჩვენი საუბრის მოკლე შინაარსი.

არავითარი იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იმართება ამავე შენობიდან, შესაბამისად შეუძლებელია, რომ ერთი ხელით ეს შენობა ჩანაწერებს აკეთებდეს და აქვეყნებდეს და მეორე ხელით იძიებდეს საკუთარი თავის წინააღმდეგ შედეგებს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები