LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ”ტოფიტა” თუ M&M-ი? – ბაზარზე ფელამუშის კუბები გამოჩნდება

1115

ვაშლის ჩიფსების შემდეგ, ქართველი სტუდენტები ფელამუშის კუბების წარმოებას იწყებენ. როგორც ”ფორტუნას” ბიზნეს იდეის ავტორმა შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, საწყის ეტაპზე ფელამუშის კუბების საცდელი პარტია დამზადდება, შემდეგ კი უკვე სერიული წარმოება დაიწყება.

”ეს იქნება აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი, რომელიც ფელამუშისა და ქართული ტრადიციული ინგრედიენტების – თხილის, კაკლისა და ნუშისგან დამზადდება. შეფუთავს რაც შეეხება, ვგეგმავთ, M&M-ის მსგავსად ერთ პაკეტში 15-18 კუბი ჩავყაროთ. გვაქვს შეფუთვის მეორე ვერსიაც, რომელიც ”ტოფიტას” ანალოგი იქნება, ანუ ერთ პაკეტში, სიგრძეზე 8 კუბი განთავსდება”, – განმარტა მძინარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფელამუშის კუბების სერიული წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც გორის რაიონის სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო აშენდება. ქარხანაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, ის  ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შევა, აქ წარმოებული ჩისფები კი ბაზარზე 2016 წლის ბოლოსკენ გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” პროექტის ავტორმა შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, საწარმო პირველ ეტაპზე თვიურად 30 000 შეკვრა ვაშლის ჩიფსს გამოუშვებს, მალევე იგეგმება წარმადობის გაზრდა.

თუ რა სახელით გაიყიდება პირველი ქართული ვაშლის ჩიფსები, ჯერ-ჯერობით უცნობია.  პროდუქციის რეალიზაცია კი თავდაპირველად თბილისის სუპერმარკეტებში განხორციელდება. როგორც მძინარაშვილმა განმარტა,   ვაშლის ჩიფსებს სამომავლოდ სხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსებიც დაემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები