LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

46 წლის ქალი 28 წლისას ჰგავს – ბელინდა ამბობს, რომ ეს ყველას შეგვიძლია

139

ბრიტანეთში, ქალაქ როტერემში ცხოვრობს მომღერალი ბელინდა უაითი, რომელიც ვეგანური და ხილის დიეტებით არის გატაცებული. სამი შვილის დედა 46 წლისაა და ასაკთან შედარებით 2-ჯერ ახალგაზრდულად გამოიყურება.

უაითმა მთელი ოჯახი სწორი კვების რეჟიმზე გადაიყვანა, მას შემდეგ, რაც იოგას ვარჯიში დაიწყო. ვოკალისტი დღეში 20 სახეობის ხილისგან ამზადებს კერძებს.

ექიმები ამბობენ, რომ ბელინდას ჯანმრთელობის არაჩვეულებრივი მდგომარეობა აქვს და ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თავად უაითი ამბობს, რომ მცენარეულმა საკვებმა გააუმჯობესა მისი კანი, თმა, ფრჩხილები.

„განცდა მაქვს, რომ კვლავ ახალგაზრდა ვარ. გამოვიყურები როგორც 28 წლის, თუმცა რეალურად 46 წლის ვარ. მოვახერხე, 12 კგ დამეკლო.“

ბელინდა კვირაში 4-ჯერ ვარჯიშობს იოგას. მან აიძულა საკუთარი პარტნიორი, 37 წლის ჯეისონ ჰოლდენი, მისი კვების რეჟიმზე გადასულიყო.

capture

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები