LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ტანსაცმელი, სითბო და სიყვარული: საახალწლო სურვილები ხურვალეთის თავშესაფრიდან

227
BeFunky-collage (6) (1)

„ფორტუნამ“ მთელი საქართველოს რეგიონებიდან გამოგზავნილი ბავშვების საახალწლო სურვილებზე მასალა მოამზადა, რომელსაც მალევე მოჰყვა ოკუპირებული რეგიონიდან ექსკლუზიურად მიღებული ბარათები. პატარების საჩუქრებს მშობლები შეძლებისდაგვარად და საშუალების გათვალისწინებით „უმკლავდებიან“. შემდეგ კი შვილები იზრუნებენ მშობლებზე და ასე გრძელდება მთელი ხაზი. მაგრამ სულ სხვაა იმ მოხუცებულთა ბედი, რომლებიც თავშესაფრებში ცხოვრობენ, სხვადასხვა პრობლემებითა და დარდით. წინასაახალწლო დღეებში არ ღირს ალბათ ამ პრობლემებიდან თუნდაც ერთის გახსენება, იყოს დროებით დავიწყებული. ჩვენ ამჯერად ხურვალეთის მოხუცებულთა თავშესაფრიდან მიღებულ წერილებს გაგაცნობთ, რომელიც ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა საახალწლოდ ისურვეს.

ნანო, 65 წლის – „მობილური ტელეფონი გამიფუჭდა და ძალიან გამახარებთ რამე უბრალო ტელეფონს თუ გამომიგზავნით.“

ჯიმშერი – „არ შეგაწუხებდით არაფერზე, მაგრამ დღეს ვნახე რომ ჩემი თბილი ჯემპრი ძალიან დაცრეცილა. თუ ძალიან ძვირი არ იქნება, იქნებ თბილი შარვალიც მაჩუქოთ.“

მაყვალა, 82 წლის – „თბილი ქვედაბოლო გამიხარდება ძალიან. ღილებიანი და თუ არ შეგაწუხებთ იქნებ მობილურიც მაჩუქოთ.“

თინამ 64 წლის – „ახალი აღთქმა დავკარგე და თუ მაჩუქებთ უზომოდ გამახარებთ. ფსალმუნების კითხვაც მიყვარს. ტანსაცმელი ასეა თუ ისე მაქვს, მაგრამ ქუდი და სპორტულები ძალიან გამიხარდება.“

ვერ გეტყვით თავშესაფარში რამდენი მოხუცი ცხოვრობს, მაგრამ დანარჩენების სურვილებიც თბილი ტანსაცმელია, შარფი, შარვალი, ზედა… ლეილა ბებოს ტყავის ხელთათმანი უნდა. შალის აქვს, მაგრამ ტყავის ხელთათმანზე სულ ოცნებობდა. მთვარისა ბებოს არაფერი არ უნდა სითბოს და სიყვარულის გარდა, მაგრამ მას ცოტა ხნის წინ ქოლგა გაუტყდა და ძალიან ნერვიულობს.

ჩამოთვლილი ნივთების გარდა, მათ წიგნები უნდათ, წასაკითხი ლიტერატურა. რაც თავშესაფარში არის უკვე წაკითხული აქვთ.

სტატიას ბევრი წაიკითხავს და დარწმუნებული ვარ ყველას გაგიჩნდებათ მათი დახმარების სურვილი, რადგან ქართველებმა სულ სხვანაირი სიყვარული ვიცით და მხარში ამოდგომაც. ყველა ვიყავით პატარები, როდესაც მშობლები საახალწლო სურვილებს გვისრულებდნენ, ახლა კი დროა მათ შევუსრულოთ ის რასაც გვწერენ.

საქველმოქმედო ნომერი:
0 901 701 225

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი საიტიდან, www.mothershandscare.com ღილაკით “დაეხმარე” ? ან თანხა ჩარიცხეთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

✔ საქართველოს ბანკი :

GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO )

✔ თიბისი ბანკი :

GE64TB7015436080100015 ( GEL )

GE44TB7015436180100003 ( USD )

GE17TB7015436180100004 ( EURO )

✔ ლიბერთი ბანკი :

GE86LB0115119616889001 ( GEL )

დანიშნულებაში მოუთითეთ “თავშესაფარი”

☎ 593285503, 574-09-79-01

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები