ჟურნალი „სარკე“ ნიკა ქავთარაძის ახალი როლით დაინტერესდა, რომელსაც ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ ასრულებს. პოპულარულ სერიალში ის ე,წ, „ტროლების“ („ფეისბქუზე ყალბი ანგარიშების ავტორების) უფროსის, ელვირის როლს განასახიერებს.
მთელი სოციალური ქსელი აღფრთოვანებულია, რა კარგად თამაშობს კოკა ყანდიაშვილის როლსო. თავის დროზე დაგიკონკრეტეს, ვინ უნდა ყოფილიყო გმირის პროტოტიპი?
არასდროს მქონია საუბარი რაიმე კონკრეტიკაზე და, სიმართლე გითხრათ, არც ვთამაშობ ვინმეს. მე უბრალოდ ვთამაშობ ადამიანს, რომელიც ტროლების ქარხნის დირექტორია. თამაშის დროს არავის მანერაზე, სტილსა და ფორმაზე არ ვფიქრობ. ეს არის ქეთი დევდარიანის შექმნილი როლი. მან დაწერა ამ ტიპზე. ბევრი დრო არც მქონია მასზე საფიქრალად. რომ ამარჩიეს, სამ დღეში გადაღებები დაიწყო. ასეთი ტიპაჟები ჩემთვის ნაცნობები არიან, მაგრამ თამაშია რთული და ამაზე მიდის ბევრი მუშაობა. ასეთი ადამიანები ყველა ეპოქაში არსებობენ.
კოკა ყანდიაშვილს პირადად იცნობთ?
ამდენი ხანია, ტელევიზიაში ვარ და რა თქმა უნდა, ვიცნობ. თქვენ გინდათ მათქმევინოთ, რომ მე კოკას ვთამაშობ, მაგრამ მე არ ვთამაშობ კოკას.