Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კერამიკული ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია თბილისში შემოდის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერამიკული ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია თბილისში შემოდის

694

ფაიფურის ფილების მწარმოებელი ირანული კომპანია Apadana Ceramic-ი საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის. კომპანიის პირველი მაღაზია თბილისში, 5 ნოემბერს, წერეთლის 117 ნომერში გაიხსნება.  გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე Apadana Ceramic-ი  სტუმრებს წარუდგენს უახლესი იტალიური ტექნოლოგიებით დამზადებულ კედლისა და იატაკის ფაიფურის ფილებს.

„საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა განაპირობა ირანსა და საქართველოს შორის არსებულმა მეგობრულმა ურთიერთობებმა და უდიდესი წვლილი ამაში მიუძღვის ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობასა და საქართველოს სახელმწიფოს მიდგომას ბიზნესისადმი. ასევე იგეგმება გაფართოება, ინვესტიციების განხორციელება, Apadana-ს მინი ქარხნის გახსნა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმება“, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამირთეიმურ თეიმურმა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მაღაზია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ZAGROS DERAKHSHAN-ის მრავალფეროვან ფაიფურის ნაწარმს, ინტერიერის გასაფორმებლად სხვადასხვა დიზაინის პროდუქტებს კი წარმოადგენენ შემდეგი ირანული ბრენდები: TOOS TILE, SHAYAN, GOLSAR FARS, ARAD PANEL.

”უნდა აღინიშნოს, რომ TOOS TILE-სი გლუვი და ტრანს ფილების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია. აწარმოებს 3 სახეობის ცეცხლგამძლე ფერად და სხვადასხვა დიზაინის პროდუქციას, რომელიც ნამდვილად გამოარჩევს ამ ბრენდს სხვა დანარჩენებისგან. ბრენდ SHAYAN-ს კი  სანიტარული  სარქველების წარმოებაში 30 წლის გამოცდილება აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით კომპანია  აწარმოებს მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქცია. რაც შეეხება ბრენდ GOLSAR FARS, სანიტარული მოწყობილობების ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად მოიაზრება და მომხმარებელს სთავაზობს 130 სხვადასხვა ხარისხის პროდუქციას. ARAD PANEL-ი კი სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს სხვადასხვა დიზაინის და ფორმის კედლის და ჭერის პანელებს: 3D პანელი, წარმოსახვითი ცა, SP ხაზი, ხავერდოვანი 3D პანელი, ღრუბლოვანი პანელი, კომპოზიტური პანელი, Add to dictionary პანელი და ასე შემდეგ”, – განმარტეს ირანულ კომპანიაში.

ცნობისთვის,  Apadana Ceramic -ი უკვე 14 წელია ლიდერია ირანის ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები