LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზი ტრადიცია: ფანებმა სტადიონზე სანთლის შუქზე ერთად იმღერეს (ფოტო, ვიდეო)

229
rue58fdec1703

ბერლინის “უნიონის“ 28 ათასი ფანმა სტადიონზე სანთლის შუქზე იმღერა – ეს ტრადიცია უკვე 17 წლისაა.

ბერლინელები ასე შობის წინ იქცევიან. ტრადიციას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა, როდესაც ფანებმა ერთმანეთი გაამხნევეს კლუბისთვის არც თუ საუკეთესო დროს. „უნიონი“ მეორე ბუნდესლიგის ფსკერზე წვალობდა, გულშემატკივრებს კი არ სურდათ დღესასწაულზე ცუდი განწყობით მისულიყვნენ.

კლუბს მოეწონა აქცია და მას შემდეგ „უნიონი“ მსგავს ემოციას ყოველ წელს აწყობს. წელს ზეიმი განსაკუთრებით მასობრივია – გუნდი უახლეს ისტორიაში პირველადაა ბუნდესლიგაში და თუ ასე გააგრძელა, დარჩება კიდეც.

როგორც ამბობენ, ზეიმზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები