LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

104

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოვა, რომელიც 2017 წლის ზაფხულში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას მიეძღვნება.

გამოფენაზე  საქართველო პირველ საპატიო სტუმრადაა მიწვეული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.