Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პროექტები, რომლებზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტები, რომლებზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა

77

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმართულებით პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა. როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის მიზნით,  საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე მიმართულებით გამოცხადდა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები შემდეგ მიმართულებებზე  წარმოადგინეს:

  • ჟინვალი-ლარსის გზისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად;
  • ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად ;
  • თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად ;
  • თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის გზების განახლებისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად ;
  • სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მიმსასვლელი გზის ჩათვლით) წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, ;

ასევე, გაიხსნა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად.

აღნიშნული  საგზაო მონაკვეთები მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.