LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში ნუშისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

247
18831412-0-image-a-16-1569251424563

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნუშისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 1 540 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯი ი ინვესტმენტ კორპს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ ნიჩბისში მდებარე 91 094 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.

კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები