LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი მოსახლეობას არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

90

აშშ-ს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და ასახა ქართველი ხალხის ნება. იან კელიმ მოსახლეობას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების ორი ტურის წარმატებით დასრულება. ჩვენ სრულად ვეთანხმებით საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებას, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი იყო და ჯამში, ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. ჩემი მოსაზრებით, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველო ლიდერია, უზრუნველყოფს, რომ არჩევნები არის კონკურენტუნარიანი, არსებობს აზრთა სხვაობა და ქართველ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა იან კელიმ.

რაც შეეხება არჩევნების მსვლელობისას გამოვლენილ პრობლემებს, მათ შორის დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებს, კელი იმედოვნებს, რომ ყველაფერი გამოძიებული იქნება და მიიღებენ სათანადო ზომებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები