LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქულის დაავადებაზე გამოკვლევის ტარიფი განახევრდა

126

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ცხოველთა გამოკვლევა,  თურქულის დაავადებაზე განახევრებული ტარიფითაა შესაძლებელი

როგორც „ფორტუნას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ტარიფის განახევრება ლაბორატორიული კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციის  საფუძველზე მოხდა. ტარიფის განახევრება ცოცხალი პირუტყვის, მათ შორის, ცხვრის საექსპორტო ხარჯებს შეამცირებს და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსგავსი სახის ცვლილებები პერმანენტულად მიმდინარეობს და მიზნად ფერმერული მეურნეობის განვითარებას ისახავს. მეთოდის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, როგორც ცხოველთა დაავადებების  კვლევის მიმართულებით, ასევე სურსათისა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში.“- განაცხადეს სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები